LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

362
კორტნი ოსტრიანი, მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს.

„დღეს შევხვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, კორთნი ოსტრიანს, რომელიც დღეს შეუდგა ამ პოსტზე მუშაობას.
განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები