LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ”ორმაგი ჩიზბურგერი ბეკონით” დაირქვა

115

ბრიტანელმა მამაკაცმა, სემ სმიტმა, გადაწყვიტა სახელი რამე უფრო ორიგინალური სახელწოდებით შეეცვალა. ბევრი არ უფიქრია და არჩევანი Bacon Double Cheeseburger – ზე (”ორმაგი ჩიზბურგერი ბეკონით”) შეაჩერა.

”პირველი, რაც თავში მომივიდა, სწორედ ეს სახელი იყო. მემგონი, ყველაზე სახალისო გამოვიდა. ვერთობი ადამაინების რეაქციებზე” – განაცხადა სმიტმა.

ცოტა ხნის წინ, მან შესაბამისი დოკუმენტებიც შეცვალა და ჩიზბურგერი ოფიციალურად დაირქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები