LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

211
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულში, 13 წლის მოზარდის მშობიარობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უფლებადამცველის ცნობით, მარნეულის სამშობიაროში 13 წლის გოგომ ტყუპები გააჩინა

ფაქტის შესხახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით. [სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე].