პროგრამა Windows Insider-ის უფროსმა მენეჯერმა, ბრენდონ ლებლანმა განაცხადა, რომ კორპორაცია Windows 10 Mobile-ის ახალი სისტემის გამოშვებას აღარ გეგმავს.
2016 წლის მაისში Microsoft-მა მობილური ტელეფონების განყოფილებებიდან 1,8 ათასი ადამიანი გაათავისუფლა, ამასთან მან უარი თქვა სმარტფონ Lumia-ს წარმოებაზეც და გადაწყვიტა, რომ ახალ ბრენდზე, Surface-ზე კონცენტრირდეს.