LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ სიმღერაზე ვფიქრობდი, ეს იყო ჩემი მაცოცხლებელი…“ – ნუკრი კაპანაძე სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოს“ ეთერში

167
ნუკრი კაპანაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ნუკრი კაპანაძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

მომღერალმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიმდინარე წელიწადზე, რომელმაც მისთვის ძალიან რთულად ჩაიარა, რადგან ნაწილი საავადმყოფოში გაატარა, სადაც ფეხის მოტეხილობით იწვა… უკვე ახლა მომღერალი დიდი შემართებით დაუბრუნდა თავის შემოქმედებით ცხოვრებას.

ნუკრი კაპანაძე:

ეს ბოლო წელი კოშმარული მქონდა. მგონი, დავღალე ადამიანები ჩემი ამბებით. იმდენად რთული იყო, არავისთან კონტაქტი არ მინდოდა. მხოლოდ სიმღერაზე ვფიქრობდი. ეს იყო ჩემი მაცოცხლებელი. არ არის ადვილი, რომ სიმღერა შეფუთო, ჩაწერო, გამოიტანო…

ახალ სიმღერაში „მზეო, ჩემი დედა ხარ“ ჩემთვისაც რამდენიმე სიახლეა, მათ შორის, ვოკალური კუთხით. ნინო ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი ის კომპოზიტორი, რომელიც მეც მაინტერესებს და თავადაც მაინტერესებს. ნინომ კარგად იცის, რა მინდა და მე ვიცი, მას რა და როგორ შეუძლია. დიდი მადლობა ნინო გულიაშვილს, ჩვენ სამნი ერთად ვმუშაობთ, სტუდიაც ერთად გვაქვს. სამი განუყრელი ადამიანი ვართ. არ არის ადვილი, ნახო ადამიანი, რომელსაც კითხვას დაუსვამ და ის გაიზიარებს, გიპასუხებს. მათთან ერთად ყოველთვის კარგ შედეგს ვიღებ ხოლმე. ისინი პროფესიონალები არიან. სიმღერის არანჟირება ეკუთვნის ძალიან ნიჭიერ ბიჭს, ზაზა ხუბუკელაშვილს.

ნუკრი კაპანაძე – მზეო ჩემი დედა ხარ

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები