LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Motorola-ს ახალი სმარტფონი, რომელიც არ ტყდება

114

ნიუ-იორკში კომპანია Motorola-ს ახალი სმარტფონის, Moto Z2 Force-ის პრეზენტაცია გაიმართა. სიახლეს საკუთარი წარმოების აქსესუარი მოჰყვება, რაც მას ვიდეოს 4К რეჟიმში გადამღებ კამერად აქცევს.

Moto Z2 Force-ს 5,5 დიუიმიანი დისპლეი აქვს, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნილი დამცავით – Moto ShatterShield-ით არის აღჭურვილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი არასოდეს გატყდება, რაც არ უნდა დიდი სიმაღლიდან გადმოგივარდეთ. მეტალის კორპუსის წყალობით კი, სიახლე წყალგამძლეც არის.

დამატებითი ფუნქციებიდან, სმარტფონს სწრაფი დამტენის მხარდაჭერაც აქვს. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები