სნუპ დოგი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოებას გაუძღვება. სიახლე სოციალურ ქსელში სპეციალური კოსმოსური თემატიკის ანონსით გავრცელდა, რაც ხაზს უსვამს დაჯილდოების მთავარ სიმბოლოს – „ასტრონავტის“ სკულპტურას.
Snoop Dogg-ის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა – საკულტო რეპერს, ჯონათან დევისი განასახიერე
ორგანიზატორები წელსაც განსაკუთრებულ შოუსა და ვარსკვლავურ გამოსვლებს ჰპირდებიან მაყურებელს, რასაც სნუპ დოგის საფირმო იუმორი და ენერგია კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ამავდროულად, რეპერი შოუს ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს. თავად ჰიპ-პოპ არტისტმა ამ მოვლენას სიმბოლური უწოდა, რადგან მისი კარიერის არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ MTV-ისა და VMAs-ის სცენას უკავშირდება.
სნუპის როგორც პერფორმერის, ნომინანტისა და გამარჯვებულის დებიუტი დაჯილდოებაზე, 1994 წელს შედგა. რეპერი VMAs-ზე 13-ჯერ იყო ნომინირებული და მოგებული აქვს 3 ჯილდო.