LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა“ – ცნობილი ინფლუენსერი ნინიკო ჭავჭანიძე ქორწილის კადრებს გვიზიარებს

2494
Arena Sports Bar

ცნობილმა ქართველმა ინფლუენსერმა, ნინიკო ჭავჭანიძემ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. მოვლენას, რომელსაც მისი ათასობით გამომწერი დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა, სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინიკომ გუშინდელი საღამოს ფოტოები და „სთორები“ გამომწერებს თავად გაუზიარა. როგორც ინფლუენსერი აღნიშნავს, ეს მისი ნამდვილი „ოცნების ქორწილი“ იყო.

ქორწილის დიზაინსა და კონცეფციაში ჰარმონიულად იყო შერწყმული ქართული ტრადიციული დეტალები და თანამედროვე, დახვეწილი ელემენტები.

დღესასწაულის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო დეტალად ხელისმომკიდეების დრესკოდი იქცა – მათ ნაზი ცისფერი კაბები ეცვათ.

ქორწილის ამსახველი ვიდეო კოლაჟი კი სოციალურ ქსელში Pixel Group-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები