LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia 7 ოფიციალურად გამოვიდა

84

ამ დღეებში, სმარტფონ Nokia 7-ის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა. სიახლეს 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ხელმისაწვდომი ის ორ ვარიანტად იქნება: 64 გიგაბაიტი და 128 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.

აღსანიშნავია, რომ ეს Nokia-ს ბრენდით გამოსული უკვე მეორე ტელეფონია, რომელიც კამერის ეფექტ Bothie-ს მოიცავს და ის საშუალებას გაძლევთ, წინა და უკანა კამერით სურათი ერთდროულად გადაიღოთ. ძირითადი კამერა 16, ხოლო წინა – 5 მეგაპიქსელით იქნება აღჭურვილი.

რაც შეეხება ფასს, სმარტფონი 400 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები