25 ოქტომბერს, ჩინეთში გაყიდვაში Nokia 7 გამოვიდა. მოწყობილობების მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურა, რაც ამ ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ერთეული სმარტფონი იყო გაყიდვაში.
ტელეფონის გაყიდვამდე შესაძლებელი გახდა დაახლოებით 150 ათასი რეგისტრაციის მიღება. ამ მომენტისთვის უცნობია, როდის იქნება Nokia 7 ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში.