რაც უფრო ახლოვდება 2017 წელი, მით უფრო ახლოვდება Nokia-ს ახალი სმარტფონის პრეზენტაციის თარიღი. ახალი გაჯეტის სახელწოდებაა – D1C. გაჯეტი მკვდრეთით აღმდგარი, Microsoft-ისგან ემანსიპირებული ფინური კომპანიის პირველი ანდროიდ-დივაისი იქნება.
მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 5.5 ინჩიანი Full HD დისფლეით. იგი იმუშავებს Snapdragon 430-ის პროცესორზე, რომელიც 3 GB ოპერატიულით იქნება წარმოდგენილი. შიდა მეხსიერება 32 GB-ით განისაზღვრა. რაც შეეხება აპარატის კამერებს, ცენტრალური კამერის გარჩევადობა 16 მეგაპიქსელს შეადგენს, ხოლო წინა, სელფებისთვის განკუთვნილი კამერა 8 მეგაპიქსელი იქნება. ახალი სმარტფონის ფასი 200 დოლარი იქნება.
მოწყობილობა Android 7.0-ზე იმუშავებს.
