რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია HMD Global-ისა და Nokia-ს ერთობლივი სამუშაოების შესახებ, რომელიც N Series-ის დაბრუნებას ითვალისწინებს. კომპანიამ უკვე წარმოადგინა სავარაუდო ტირაჟი აპარატებისა, რომელიც 50 მლნ გაჯეტს მოიცავს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ. როგორც ირკვევა, განახლებული N95 Snapdragon 652-ის პროცესორზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ N95-ის პირველად ვერსია სლაიდერი-კორპუსით იყო წარმოდგენილი, რომელიც ორივე მხარეს მოძრაობდა. ერთ მხარეს კლავიატურა მდებარეობდა, მეორე მხარეს კი მულტიმედიური პანელი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ხელმეორედ გაცოცხლებული მოდელი სულაც არ იქნება ახალი ბაზარზე, რადგან Android-ზე მომუშავე სლაიდერი კორპუსის მქონე მოწყობილობა მსოფლიომ უკვე იხილა BlackBerry-ის Priv-ის სახით.
დივაისი HMD Global-ის ღონისძიებაზე, 22 თებერვალს გამოჩნდება .