მიუხედავად იმისა, რომ Nokia 2 ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა, მასზე გამუდმებით ვრცელდება ესა თუ ის ჭორი.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სმარტფონის ფასი მხოლოდ 99 დოლარი იქნება, ამ მხრივ კი, ის HMD Global-ის ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობა გახდება.
ამ დროისთვის ცნობილია ისიც, რომ Nokia 2 შავ და თეთრ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მას Snapdragon 212-ის პროცესორი და ძირითადი კამერა აქვს, ხოლო უკანა პანელი პოლიკარბონატისგან აქვს დამზადებული.