LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OnePlus 6 წყალგაუმტარი იქნება

76

კომპანია OnePlus პირველი კლასის სმარტფონების რეალიზაციით არის დაკავებული, თუმცა, ყველა სმარტფონს აქვს ერთი ნაკლი – მათ არ აქვს წყალგაუმტარი ფუნქცია.

თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ეს შეცდომა გამოასწოროს, შესაბამისად, OnePlus 6 წყალში მოხვედრისგან დაცული იქნება დაზიანებისგან. შესაბამისი განცხადება კომპანიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამას გარდა, OnePlus 6 აღჭურვილი იქნება 6,28 დიუიმიანი AMOLED ეკრანით, ორმაგი 20 და 16 მეგაპიქსელიანი კამერითა და 256 გიგაბაიტიანი მეხსიერებით. რაც შეეხება ფასს, ის ცნობილი ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები