LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OnePlus-მა ახალ სმარტფონი OnePlus 5 წარმოადგინა

69

კომპანია OnePlus-მა ახალი ფლაგმანი წარმოადგინა. სმარტფონს დიდი ხანია უამრავი ადამიანი ელოდება. ამ სერიის დივაისები ყოველთვის კოსმიური მონაცემებით ხასიათდება. ჩინური კომპანია თავდაპირველად არჩევანს Android-ის ერთ-ერთ შვილობილ მოდიფიკაციაზე აკეთებდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პროგრამულმა კოდმა არსებობა შეწყვიტა, OnePlus დაუბრუნდა ოფიციალურ ვერსიას და ახალი ფლაგმანიც სავარაუდოდ ამ სისტემაზე იმუშავებს.

როგორც ირკვევა, ერთადერთი მინუსი რაც მოწყობილობას ექნება, ესაა ბატარეა. სამწუხაროა, რომ მისმა შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს 2560 x 1440 პიქსელი გარჩევადობის დისფლეისა და 3000 მილიამპერ/საათიანი ბატარეის შეუთავსებლობა. ენერგომოხმარება სწორედ 2K დისფლეის ხარჯზე გაცილებით არასტატიკურია. მიუხედავად ამისა, აქვეა Qualcomm-ის ბოლო თაობის პროცესორი Snapdragon 835, 6GB ოპერატიული, 23 მეგაპიქსელიანი საოცარი კამერა და Android Nougat-ის ბოლო ფინალური ვერსია.

OnePlus-ის გაჯეტების სიყვარული მხოლოდ მისი მონაცემებით არაა განპირობებული. კომპანია გამუდმებით ზრუნავს ფასზე, რომელიც არასოდეს არაა გაბერილი. მისი ღირებულება დაახლოებით 500$ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები