LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა საქართველო ამ დიდ ისტორიაში, ჩემი ხმა, ჩემი ფესვები, ჩემი გზა“ – ნათია თოდუა 400-ზე მეტ არტისტში Jazztage Dresden 2026-ის სახედ აირჩიეს

1053
ნათია თოდუა

„პატარა საქართველო ამ დიდ ისტორიაში.

ჩემი ხმა, ჩემი ფესვები, ჩემი გზა, – წერს მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში და სასიამოვნო სიახლეს გვიზიარებს.

ცნობილი ხდება, რომ ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის სახედ აირჩიეს.

„ვერ ვიჯერებ

მე ამირჩიეს Jazztage Dresden 2026-ის სახედ!

ფესტივალი, რომელიც აერთიანებს 400-ზე მეტ არტისტს 25 ქვეყნიდან, 68 კონცერტსა და 59 საფესტივალო დღეს.

და ამ ყველაფრის მთავარ აფიშაზე “გოგონა საქართველოდან- ნათია თოდუაა”.

11 ოქტომბერს სცენაზე წარვადგენ ჩემს პროგრამას “From Georgia with Soul”.

საქართველოდან მუსიკით და დიდი სიყვარულით,“ – წერს ნათია თოდუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები