სერვისზე Indiegogo ცოტა ხნის წინ სტარტაპი Mi PC გამოჩნდა. ის გვთავაზობს სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერის შექმნას, თუმცა მოწყობილობა მხოლოდ სმარტფონის ზომის იქნება.
სიახლეზე შესაძლებელი იქნება Windows 10.-ის ან Android 5.1.-ის დაყენება, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. იდეის ავტორების თქმით, შესაძლებელი იქნება მისი ჯიბით ტარება, ასევე სხვადასხვა დამატებით მოწყობილობებთან მიერთება.
აკუმულატორის ავტონომიური მუშაობა 6 საათს გრძელდება, ამასთან, ის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიასაც ერგება.
https://www.youtube.com/watch?v=4Tq6ObB4MnQ