Smartisan – ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც 1 ტერაბაიტიანი მოცულობის მეხსიერება აქვს. მას 6,17 დიუიმიანი დისპლეი აქვს, რომელიც დაფარულია Gorilla Glass 3-ის მინით. მოწყობილობის უკანა პანელი დაფარულია 3D-მინით და მასზე განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.
ორმაგი ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელიანია. Smartisan შავ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი და მისი საშუალო ღირებულება 560 დოლარია.
