პლანშეტები, სმარტფონები და სხვა გაჯეტები უკვე ადამიანების ყოველდღიურობას წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ მათ გამოყენებას უსინათლოებიც შეძლებენ. სიახლეზე მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ.
ისინი, ვინც ბრაილის შრიფტს ფლობენ, სპეციალური პლანშეტების მფლობელები შეიძლება გახდნენ, რომლის ეკრანზეც სრული ტექსტი განთავსდება.
ამ მომენტისთვის მოწყობილობის პროტოტიპია შექმნილი, რომლის სრულფასოვანი ვერსიაც უახლოეს მომავალში შეიქმნება და მათი ფასი 1000-დან 2000 დოლარამდე იქნება.