ჟურნალმა Playboy, რომელმაც თავის დროზე საგამომცემო საქმეში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და სწორედ ამ გზით გახდა პოპულარული, 60 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად დაარღვია წესი და უარი თქვა მთლიანად შიშველი მოდელების ფოტოების გამოქვეყნებაზე. პირველად, ჩაცმული მოდელი, რომელიც ცნობილი ჟრნალის გარეკანზე მოხვდა, სარა მაკდენიელი გახდა. სწორედ მას ეკუთვნის Playboy-ს ახალი ერა.
მიუხედავად ერთი შეხედვით კარდინალური ცვლილებებისა, ჟურნალის კონტენტის დირექტორმა განაცხადა, რომ გამოცემა ეცდება თავისი მიმართულება მთლიანად არ დაარღვიოს, ამიტომ Playboy-ს ფურცლებზე კვლავ გამოჩნდებიან ლამაზმანები პროვოკაციულ ფორმაში. „ეს იქნება სექსუალური, მაგრამ მუშაობისთვის უსაფრთხო“, – ირწმუნება იგი.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი შიშველი ქალბატონი, რომელიც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, პამელა ანდერსონი გახდა.
