საკულტო ბრენდმა ლას-ვეგასში ახალი ფოტოაპარატი წარმოადგინა. გაჯეტის კორპუსის ფერებმა და ფორმამ დიზაინერების ყურადღება მალევე მიიპყრო.
კამერამ 3.97 ინჩიანი სენსორული დისფლეი მიიღო. გაჯეტი 20 მეგაპიქსელიანი ფოტომოდულითაა აღჭურვილი, რომელსაც Full HD ვიდეოს გადაღება შეუძლია. მისი მეხსიერების გაზრდა MicroSD Card-ის საშუალებით შეიძლება. მაქსიმალური ტევადობა 128 GB-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გაჯეტი საკუთარ ტრადიციას კვლავ ინარჩუნებს და ფოტოს გადაღებისას მისი მომენტალური ბეჭდვა ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია. მოწყობილობა პრინტერისთვის Zero Ink ტექნოლოგიას იყენებს. სურათები 89 – დან 108 მმ-მდე ზომის ქაღალდზე იბეჭდება.