LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ

272
306544-fb-131822

ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ 2000-იანი წლების დამდეგს, ჩეჩენ სეპარატისტთა წინააღმდეგ მეორე ომის დროს, შესთავაზეს, პირადი უსაფრთხოებისთვის ორეულები გამოეყენებინა.

თუმცა, როგორც პუტინმა თქვა, რომ არ დათანხმდა.

„მე უარი ვთქვი ამ ორეულებზე. ეს შემოთავაზება იყო ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა პუტინმა TASS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისს გულისხმობდა.

როგორც „როიტერი“ წერს, პუტინთან დაკავშირებით არსებობს შეთქმულების თეორიები, რომ ის ორეულს ან ორეულების მთელს არმიას იყენებს. კიდევ ერთი ვერსიით კი ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში პუტინის ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანი პოზირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები