LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, სოფელ ბუკნართან, რკინიგზასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი უკან დაბრუნდა

162
2026-09-19_22-45-50_223234

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან მეწყრული პროცესი განვითარდა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათი თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა.

„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე.
საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ძლიერი წვიმაა აჭარაში, უხვმა ნალექმა ცალკეული პრობლემები შექმნა: ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები