LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურთუკი გამათბობელი სისტემით

634

თუკი მუდმივად გცივათ და სასურველი ქურთუკის შერჩევაც ყოველთვის გიჭირდათ, მაშინ კომპანია 8K-ის Flexwarm მოსაცმელი სწორედ თქვენთვისაა. ქურთუკს თავისი გამათბობელი სისტემა აქვს, რომლის გაკონტროლებაც სმარტფონის მეშვეობითაა შესაძლებელი. მოსაცმელის პატრონს სასურველი ტემპერატურის დაყენება ინდივიდუალურად შეეძლება. ელექტრო ქურთუკს გასათბობად სულ რაღაც 5 წუთი ესაჭიროება და სითბოს ის 8-13 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სიახლეს USB დამტენიც მოყვება და საჭიროების შემთხვევაში ქურთუკი ელექტრო მოწყობილობების დამუხტვასაც შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები