„დღეიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს“. – ამის შესახებ „პირველ არხთან“ საუბარში სინოპტიკოსმა მაია ქააძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე მოიმატებს.
„უახლოეს დღეებში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გასულ დღეებთან შედარებით მოიმატებს. დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 15 სექტემბრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.
დედაქალაქში დღეს, 9 სექტემბერს ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება. ხვალ და ზეგ კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 27-29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“,- აცხადებს სინოპტიკოსი.
