LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Remix OS – იგივე Android-ი კომპიუტერზე

77

კომპანია Jide Technologies ერთადერთ გაერთიანებად რჩება, რომელიც Android-ის მოდიფიკაციას კომპიუტერისთვის ამუშავებს. ,,მწვანე რობოტის’’ კომპიუტერული მოდიფიკაცია, სახელად Remix OS, არც ისე დიდი ხანია, რაც ბაზარზეა და უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს მის სატესტო ვარიანტს. კომპანიის ახალი სტარტაპი, რომელიც სმარტფონებისთვის Android-ის სისტემის სპეცვერსიას მოიაზრებს, გულისხმობს Microsoft-ის Continuum-ის ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სმარტფონზე არსებული სისტემის კომპიუტერზე გამოყენების საშუალებას იძლევა. სქემა შემდეგში მდგომარეობს: სმარტფონს, რომელზეც დაყენებულია Remix OS ვუკავშირებთ სპეციალურ ადაპტერს, რომელიც იმთავითვე დაკავშირებულია დისფლეისთან. ოპერაციული სისტემა ავტომატურად ცნობს დიდ მონიტორს და ადაპტირებულ ვერსიად გარდაიქმნება.

რეალურად, დისფლეიზე კომპიუტერული ვერსიის გამოყენებისას, სმარტფონი პროცესორის როლს ასრულებს, რომელზეც სისტემაა დაყენებული. შესაბამისად, შესაძლებელია როგორც Google Play-ს გამოყენება, ასევე Google-ის საავტორო აპლიკაციებისა და სერვისების გაშვება.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები