LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა ?

1198
270253529_0_110_3077_1841_1920x0_80_0_0_d071a76516ee77a76fc3d57e50b97bfa

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, და +39 გრადუს მიაღწიოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +39 –სა და +41 გრადუსს.

სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობის პროცესებს გააქტიურებს.

მაღალი ტემპერატურის დროს, მოსალოდნელი ორგანიზმის გაუწყლოების, გამოფიტვის ან დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. სპეციალისტები მოსახლეობას, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გრილ ადგილას ყოფნას, სითხის მიღებას და ფიზიკური აქტივობის შემცირებას ურჩევენ.

ტემპერატურის კლება საქართველოში 22 აგვისტოდანაა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები