LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Android 8

63

ყველასათვის ცნობილია, რომ ,,მწვანე რობოტის” ყოველი მომდევნო ვერსია ტკბილეულის სახელითაა წარმოდგენილი. Lollipop–ისა და Nougat–ის  მსგავსად ოპერაციული სისტემის მორიგი ვერსიაც სწორედ ტკბილეულის სახელს მიიღებს.

ამ ეტაპზე კი Android-ის ვერსია ანბანური განლაგებით ასო-ბგერა – O-ზეა შეჩერებული. IT მოყვარულების აზრით, მორიგი ვერსია მიიღებს სახელს – Oreo. თუ ეს მართლაც ასე იქნა, ორცხობილა, რომლის შავი ფენებიც ერთმანეთთან კრემითაა დაკავშირებული, ნამდვილად საინტერესო სიახლეების მომტანი იქნება არა მხოლოდ ტკბილეულობის მოყვარულთათვის, არამედ IT სამყაროსთვის.

Android O მიიღებს ახალ ფუნქციას სახელად – Copy Less. მისი მეშვეობით ნებისმიერი ღონისძიების ლოკაციის მონიშვნისას აღარ დაგჭირდებათ დამატებით Share Location ღილაკის გამოყენება. გახსნით რუკებს, მოძებნით სასურველ ობიექტს, შემდეგ დაბრუნდებით ჩატში და დაწერთ უბრალოდ სიტყვას ,,აქ” (Here), რის შემდეგაც მისამართი და ადგილის ზუსტი დასახელება ავტომატურად გაიგზავნება ადრესატტთან. აღნიშნული ფუნქცია თავსებადი იქნება პირველ რიგში Google-ის საავტორო კლავიატურასთან – Gboard.

რაც შეეხება საფირმო მესენჯერებს, როგორიცაა Allo, იგი გახდება გაცილებით ინტუიციური, რადგან ყურადღებას გაამახვილების ინფორმაციაზე, რომელსაც ორი მომხმარებელი ერთმანეთს გაუცვლის. გარდა ამისა, მოსალოდნელია პროგრამული კოდის ოპტიმიზაცია. ასევე, ხელმისაწვდომი გახდება ახალი ფუნქცია, რომელიც ამარტივებს კონკრეტულ აპლიკაციასთან მყისიერ წვდომას. მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება დისფლეიზე თითით გამოსახოს ასო C რის შემდეგაც გაიხსნება აპლიკაცია Contacts.

სისტემის ძირითადი დიზაინის მკვეთრი ცვლილებებს არ ელოდებიან. ახალი ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია I/O-ის კონფერენციაზე შედგება, რომელიც 17-დან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება.