LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Google Pixel 2

73

2016 წელი აღსანიშნავი იყო იმით, რომ ბაზარზე Google-ის სავაატორო სმარტფონი – Pixel-ი გამოჩნდა. ამერიკულმა გიგანტმა საკუთარ ფლაგმანში საუკეთესო Hardware-ი გამოიყენა. როგორებიცაა: ბოლო თაობის პროცესორი, მძლავრი ელემენტი, Amoled ტიპის დისფლეი, სუპერ-პროგრესული კამერა და ძალიან სწორად ოპტიმირებული ოპერაციული სისტემა, რომელიც ყოველთვის პირველი მიიღებს განახლებებს და ფაქტიურად, არასოდეს ჭედავს.

სულ ცოტა ხნის წინ, პორტალზე Anzhuo გავრცელდა რენდერების მიერ გამოქვეყნებული მომავალი ფლაგმანის ფოტოები. 100%-ით დადასტურება იმისა, რომ ფოტოები ავთენტურია, შეუძლებელია, რადგან თავად კომპანია Google-ი ოფიციალურ ანონსამდე, აღნიშნულს არც დაადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, როგორც ინსაიდერები ირწმუნებიან, კონცეპტი ფაქტიურად იდენტურია Pixel 2-ის და იგი შეიძლება სულ ოდნავ შეიცვალოს.

კონცეპტის ავტორია მხატვარი Milineam N, სწორედ ის, ვინც მანამდე შემჩნეული იქნა ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობაში.

გთავაზობთ ფოტოებს:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები