LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი შემოდგომა გველოდება – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

1718
ამინდის პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი გველოდება. ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 27 გრადუსამდე მოიმატოს

„ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსია მოსალოდნელი.

ნოემბერში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 გრადუსი იქნება. ოქტომბერში, ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ 26 -27 გრადუსამდე მოიმატოს დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსამდე ვვარაოდობთ ტემპერატურის მატებას. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ დღეებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა, ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს“, – ამბობს ხათუნა ქოქოსაძე,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები