ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან მიმართვას ავრცელებს.
„ჟურნალმა JAMA Internal Medicine გამოაქვეყნა საინტერესო კვლევის შედეგები იმასთან დაკავშირებით, რომელ პროფესიებს აქვს სიმსივნის მაღალი რისკი. შეისწავლეს 503 სხვადასხვა პროფესიის ადამიანის 12.7 მილიონი სიკვდილის შემთხვევა.
აღმოჩნდა, რომ ძუძუს, პროსტატის და ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეებით, ასევე მელანომით და ლეიკემიით სიკვდილის რისკი პილოტებს და ბორტგამცილებლებს 50%-ით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე დანარჩენ პროფესიებს საშუალოდ.
ამის შესაძლო მიზეზებად ავტორებს დასახელებული აქვთ მაიონიზებელი რადიაცია (კოსმოსური გამოსხივება) და დღე-ღამური რიტმის დარღვევა“, – წერს მაია ბუწაშვილი.
