წლიდან წლამდე ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება: კონფიდენციალური ინფორმაცია ბევრისთვის გადამწყვეტი არამარტო სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც არის.
კომპანია Amnesty International-მა ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მესენჯერები გამოავლინა: პირველ ადგილზე Facebook-სა და WhatsApp-ის მესენჯერი განთავსდა, 100 ქულიანი შეფასებით მას 73 მიენიჭა, მას მოჰყვება iMessage, FaceTime და Telegram 67 ქულით.
ყველაზე არასაიმედო მესენჯერები კი აქვს საკმაოდ პოპულარულ Viber-ს (47 ქულა), Skype-ს (40 ქულა) და Snapchat-ს (26 ქულა).