რომის პაპი ფრანცისკი ხშირად აკეთებს ისეთ რამეს, რაც მისი წინამორბედებისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა. ამჯერად ის როკ-ალბომის წარსადგენად ემზადება. დისკს „Wake Up!“ ერქმევა და ერთ-ერთი სიმღერა ალბომიდან ამ დღეებში გამოქვეყნდა.
სიმღერას „Por qué sufren los ninos?“ ჰქივია და მასში შესულია პაპის გამოსვლის ფრაგმენტი ფილიპინის უნივერსიტეტში. ამას გარდა, მასში შესულია ასევე კათოლიკური ჰიმნი „Dulcis Memoria“, იტალიელი მომღერლის, ანა ტოსატოს შესრულებით.
ალბომი 27 ნოემბერს გამოვა და მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.