ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს. არ ვაპირებ, საქართველო ჩავაბარო ამ უწიგნურ, მდაბიო ხალხის მტერს, საქართველოს მტერს,- ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევში დაბრუნებით არ აპირებს, უარი თქვას ქართულ პოლიტიკურ გეგმებზე.
„კიევში ჩასვლით მე ვარ ბევრად უფრო ახლოს თბილისთან და ბევრად უფრო ახლოს შუშის სასახლესთან. სად ევროპიდან მუშაობა და სად კიევიდან. ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს. არ ვაპირებ, საქართველო ჩავაბარო ამ უწიგნურ, მდაბიო ხალხის მტერს, საქართველოს მტერს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას დეპუტატები არაერთგვაროვანად აფასებენ
ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა - დეპუტატების შეფასებები
მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, ხვალ 29 მაისს ჩავა.
.
