LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S9 სამ ვერსიად – Normal, Plus, mini გამოვა

73

Samsung Galaxy S9 სამ ვერსიად – Normal, Plus, mini გამოვა. შეგახსენებთ, რომ ბრენდის ბოლო მოდელი Galaxy S8 2017 წლის საუკეთესო სმარტფონთა ხუთეულში მოხვდა, ამიტომ  Samsung-მა მრავალფეროვნების გაზრდა გადაწყვიტა.

გამოცემა „Business Korea”-ს ცნობით, სიახლე ბაზარზე 2018 წლისთვის გამოვა. 3 მოდელს შორის კი განსხვავება ძირითადად გარეგნულ მახასიათებლებს შორის იქნება, მაგალითად Galaxy S9-ის ეკრანი 5,8 დიუმიანი იქნება, ხოლო  Galaxy S9+-ის კი 6,2 დიუმიანი.

რაც შეეხება დამატებით დეტალებს, მწარმოებელი ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახავს. ერთადერთი რამ რაც ამ მომენტისთვის ცნობილია, არის ის რომ სიახლე ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი დააკმაყოფილებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები