LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა Apple უკან ჩამოიტოვა

84

კომპანია Samsung-მა სმარტ-საათების წარმოებაში ამერიკული კონკურენტი – Apple უკან ჩამოიტოვა.

სამხრეთ კორეულმა ტექნო გიგანტმა ცოტა ხნის წინ ორი ახალი გაჯეტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. Samsung Gear Sport – ეს არის „ჭკვიანი საათი“, რომელიც აღჭურვილია 1,2 დიუიმიანი სენსორული მრგვალი ფორმის ეკრანით. მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს გაჯეტის დიზაინი და აირჩიოს შავი ან ლურჯი.

რაც შეეხება მეორე სიახლეს: Gear Fit 2 – ეს არის ფიტნეს-სამაჯური, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით თხელია.

ორივე გაჯეტი წყალ და მტვერგამძლეა და მუშაობს საფირმო ოპერაციულ სისტემაზე Samsung Tizen.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეული კომპანია ამერიკულ გიგანტს მხოლოდ ამ გაჯეტების წარმოებაში ჯობნის. რაც შეეხება Samsung-ის ზოგად წილს ტექნიკის ბაზარზე, ის მხოლოდ 5,5%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც Apple-ს პროდუქციის გაყიდვების მხრივ 14%-იანი მაჩვენებელი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები