LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა გამოუშვა ჭკვიანი კარადა, რომელიც ტანსაცმელს აუთოვებს

588
00-4

კომპანია Samsung-მა AirDresser –ტანსაცმლის ორთქლის კარადა წარადგინა. ჭკვიანი კარადა გარდა იმისა, რომ ინახავს ტანსაცმელს, ის ასევე წმენდს და აახლებს ნივთებს, რეცხვის გარეშე!

თავიდან, მაღალი ტემპერატურის ორთქლის ნაკადი უბერავს და არხევს ტანსაცმელს, მისგან მტვრის დასაბერტყად.

ჭკვიან კარადას აქვს შრობის ტექნოლოგია რომელიც აშრობს, შემდეგ კი აუთოვებს დაკუჭულ ტანსაცმელს.

ორთქლის კარადა გამდიდრებულია თვითგაწმენდის სისტემით, რის გამოც არ მოითხოვს სარეცხი საშუალებების გამოყენებას: იგი იყენებს მხოლოდ სითბოს, ორთქლსა და ჰაერს. კარადის წმენდის აუცილებლობას იგი თავად შეგახსენებთ.

კარადის შეკვეთა შესაძლებელია რუსეთში, ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. საქართველოში იგი ჯერ არ შემოსულა.

კარადის ღირებულება დაახლოებით $2 185-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები