Samsung-ის ახალ საკეც სმარტფონებზე ადრეც დაიწერა, თუმცა ცნობილმა ტექნო გიგანტმა სამყაროს ახალი ტელეფონი Samsung Leadership წარუდგინა, რომელიც ასევე იკეცება.
ადრინდელი ინფორმაცია სიახლის შესახებ დადასტურდა: მას 4,2 დიუმიანი ორი ეკრანი აქვს. ტელეფონი აღჭურვილია 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, Samsung Leadership-ს ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება, აქედან ერთით მეხსიერების მოცულობის გაზრდა იქნება შესაძლებელი. სმარტფონის ძირითადი კამერა 12, ხოლო წინა – 5 მეგაპიქსელიანი იქნება. ტელეფონს ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი, წნევისა და გულის რიტმის საზომი მრიცხველი ექნება.

