ცნობილი გახდა ახალი კომპიუტერული ვირუსის შესახებ, რომელიც მოწყობილობებს Word-ის ფაილებით ავირუსებს. ვირუსი განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ელ. ფოსტით მიღებული დაზიანებული ფაილის გახსნისას არ გამოდის გამაფრთხილებელი ფანჯარა იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა საზიანო იყოს.
სპეციალისტებმა ამ დავირუსების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის შესახებ ისაუბრეს, რადგან ვირუსის გადამტან ძირითადი ფაილებს – DOCX, RTF და HTA შეადგენს, რომლებსაც როგორც წესი, ელექტრონული ფოსტა უიშვიათესად ბლოკავს.