სამხრეთკორეულმა ჰოლდინგმა Samsung, სმარტფონ Galaxy Note 7-ის მსოფლიო გაყიდვები და წარმოება ოფიციალურად შეაჩერა. ასევე, როგორც მარკის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, მან მოუწოდა მომხმარებლებს, სასწრაფოდ გამორთონ Galaxy Note 7.
გაყიდვები და წარმოება ოფიციალური გამოძიების დასრულებამდე შეწყდება. სურვილის შემთხვევაში, გაჯეტის გადაცვლა მათ Galaxy S7-ში ან Galaxy S7 edge-ში შეუძლიათ, ხოლო თუ მათ თანხის უკან დაბრუნება სურთ, ფულს იქ მიიღებენ, სადაც სმარტფონი შეიძინეს.
გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ახალი პარტიიდან Galaxy Note 7 კვლავ აუფეთქდა ხელში ერთ-ერთ მომხმარებელს.