LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელმა ჰეიკი ისევ გათხოვდა

242

51 წლის სელმა ჰეიკი კიდევ ერთხელ გათხოვდა და ისევ საკუთარ მეუღლეს ფრანსუა ანრი-პინოს გაჰყვა ცოლად. ცნობილმა ბიზნესმენმა მეუღლე სანაპიროზე გაიტყუა და სიურპრიზი დაახვედრა – პლაჟი ულამაზესი ყვავილებით მორთო და  კოლორიტულ მუსიკოსთა ჯგუფი მიიწვია. რომანტიკულ გარემოში მეუღლეებმა კიდევ ერთხელ შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული, რაც სპეციალური სერტიფიკატითაც დაადასტურეს.

„ეს საუკეთესო მომენტი იყო მთელი ზაფხულის მანძილზე. თუმცა, ვერ შევძელი საკუთარი ქორწილისთვის შესაფერისი კაბის შერჩევა, რადგან ცერემონია ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის“, – აღნიშნა ბედნიერმა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები