HTC მორიგი სმარტფონის გამოსაშვებად ემზადება. მისი სახელწოდება A16 იქნება. ოფიციალურად სიახლის ანონსი ჯერ არ შემდგარა, თუმცა, ინსაიდერებმა მისი სპეციფიკაციების ნაწილის გარკვევა შეძლეს.
მომხმარებლები 5 დიუიმიან დევაისს მიიღებენ 8 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, წინა კამერა 5, ხოლო ძირითადი – 8 მეგაპიქსელიანი იქნება.
სხვა დეტალები სმარტფონის შესახებ არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ გაჯეტი დაწყებითი კლასის მოწყობილობებს განეკუთვნება და მისი ფასი შესაბამისად 150 დოლარი იქნება.
გაყიდვები მარტიდან დაიწყება.