LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

510
სილქ როუდ ჯგუფი (1)

მსოფლიოს წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Moody’s Ratings (Moody’s) დაადასტურა სილქ როუდ ჯგუფის გრძელვადიანი კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი B1, ისევე, როგორც კომპანიის მიერ 2025 წელს გამოშვებული 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B1. ამასთან, რეიტინგის პერსპექტივა შეცვალა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“.

სილქ როუდ ჯგუფი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს და სტუმარმასპინძლობის, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ ჰოლდინგის სხვა კომპანიებს. 

Moody’s-ის რეიტინგი წარმოადგენს კომპანიის ან სახელმწიფოს მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების დამოუკიდებელ შეფასებას. მისი რეიტინგები გამოიყენება ინვესტორების, ბანკების, ობლიგაციების მფლობელებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ იმის შესაფასებლად, რამდენად სანდოა მსესხებელი და რამდენად მაღალია მსესხებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი.

სილქ როუდ ჯგუფი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს და სტუმარმასპინძლობის, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ ჰოლდინგის სხვა კომპანიებს. 

კომპანიის შეფასებისას Moody’s როგორც წესი, აანალიზებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მომგებიანობა; ვალის მოცულობა და მისი მომსახურების შესაძლებლობა; ფულადი ნაკადები; ბიზნესის დივერსიფიკაცია და სტაბილურობა; კომპანიის საქმიანობის სექტორები და ბაზრები; ლიკვიდურობა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური და სხვა გარე რისკები.

B1 რეიტინგის დადასტურება, რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურზე“ ცვლილებასთან ერთად, წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ ამჟამინდელი საკრედიტო პროფილისა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივების დადებით შეფასებას.

გიორგი რამიშვილი,  სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი: “ძალიან სასიხარულოა, რომ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა, ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის მომავალი განვითარებისთვის. ახლო მომავალში კიდევ არაერთ დადებით სიახლეს ველით, რასაც მოგვიანებით შეგატყობინებთ.“

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები