ის, რომ სმაილები გაცილებით უფრო ამარტივებენ ურთიერთობას ინტერნეტში, ყველამ იცის. სხვადასხვა გამოსახულებებს სწრაფად და ზუსტად შეუძლიათ გამოხატონ ჩვენი ემოცია და დამოკიდებულება.
მეცნიერებმა წარმოადგინეს Bluetooth-კლავიატურა სახელად EmojiWorks, რომლის კლავიშებზეც ასოების გარდა, სმაილები არის გამოსახული. ამ დროისთვის კლავიატურის რამდენიმე ვერსიაა ხელმისაწვდომი – სტანდარტული 47 სმაილით, Emoji Keyboard Plus – 94 და Emoji Keyboard Pro – 120. სიახლის ფასი კი 60 დოლარიდან იწყება.

