კომპანია Meizu-მ ამ დღეებში დააანონსა სმარტფონის გამოშვება, რომელსაც ჩარჩო არ ექნება. სოციალურ ქსელ Weibo-ზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ფოტოები და მისი პრეზენტაციის თარიღად 24 დეკემბერი სახელდება.
ფოტოებიდან ჩანს, რომ სიახლეს არ აქვს არცერთი ჩარჩო, ხოლო ეკრანი სმარტფონის წინა პანელს სრულად იკავებს. მას ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი ექნება. ამ ეტაპზე უცნობია, რა ეღირება სმარტფონი ჩარჩოს გარეშე.
