ბოლო დროს, ჩინური კომპანია Coolpad სიჩუმეს ინარჩუნებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ახალი სმარტფონის გამოშვებნის შესახებ განაცხადა. საუბარია Coolpad Cool Play 6-ზე. სიახლე მობილურის თამაშების მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი.
მას 5 დიუიმიანი FullHD გარჩევადობის ეკრანი აქვს, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, 13 მეგაპიქსელიანი „სონის“ ორმაგი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს.
აკუმულატორი ინტერნეტში 9 საათიან მუშაობას, ვიდეოების 8 საათიან ყურებასა და 6 საათიან მაქსიმალური დატვირთვის ქვეშ მუშაობას უზრუნველყოფს.
Coolpad Cool Play 6 2დაახლოებით 217 დოლარი ეღირება და გაყიდვაში ის 16 მაისიდან გამოვა.
