LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონი, როგორც სიცრუის დეტექტორი

160

ყოველი ახალი სმარტფონი წინასთან შედარებით სულ უფრო ფუნქციონალური და დახვეწილია.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ თანამედროვე სმარტფონების გამოყენება სიცრუის დეტექტორის ფუნქციითაც არის შესაძლებელი.

კვლევის დროს შედგა რესპოდენტების ჯგუფი, რომლებსაც ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა კითხვები დაუსვეს. დასაშვები იყო მოტყუება ან რეზულტატის გაყალბება. როგორც აღმოჩნდა, არასწორი პასუხები უფრო გვიან ჩნდებოდა, ვიდრე მართალი.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ გზით შესაძლებელია ოფლაინ ან ონლაინ გამოკითხვებში სიმართლის დადგენა და ამისთვის მობილური გაჯეტების გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები