კომპანიამ Umi ახალი ჭკვიანი ტელეფონი გამოუშვა. მოწყობილობამ სახელწოდება – London მიიღო. აპარატი დაბალი ფასითა და არაორდინალური ეკრანით გამოირჩევა.
სიახლის მწარმოებლების განცხადებით, სმარტფონი 6 მეტრიდან ვარდნას უძლებს. დაზიანებებისგან მას DG Twin Shield ტექნოლოგიას იცავს, რომელსაც საფუძვლად ორმხრივი დამცავი ლენტა და ორმაგი მინა ედება.
რაც შეეხება მონაცემებს, სიახლეს 5 დიუიმიანი ეკრანი, ალუმინის კორპუსი, 8 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, ძირითადი 8, ხოლო წინა – 2 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და ანდროიდის ბაზაზე მუშაობს.
Umi London მხოლოდ 70 დოლარი ღირს.
