კომპანიამ ZTE ახალი სმარტფონი Nubia Z17S წარმოადგინა. სიახლეს ორი ორმაგი კამერა და 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, მას 5,73 დიუიმიანი დისპლეი აქვს, რომელიც Corning Gorilla Glass-ის მინით არის დაფარული. კორპუსი ალუმინისგან არის დამზადებული. უკანა პანელს კი სამგანზომილებიანი ეფექტი აქვს.
ძირითად კამერები 12 და 23 მეგაპიქსელიანია, წინა ორმაგმა კამერებმა კი 5-5 მეგაპიქსელი მიიღეს.
ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
