ცოტა ხნის წინ ვიხილეთ Sony-ის მაღალი კლასის სმარტფონები: XA1, XA1 Ultra, Xperia XZs და Xperia XZ Premium. გარდა ამ ოთხი მოდელისა Sony-იმ მსოფლიოს ბიუჯეტური მოდელი – ახალი L სერიის კლასში Xperia L1 წარუდგინა.
ბიუჯეტური Xperia L1 აღჭურვილია 5.5 ინჩიანი დისფლეით, რომლის გაფართოებაც 1280 x 720 პიქსელს შეადგენს. მისი ძირითადი კამერა 13 ხოლო სელფისთვის განკუთვნილი სენსორი 5 მეგაპიქსელიანია.
გაჯეტი საკმაოდ იაფ – Mediatek-ის 4 ბირთვიან პროცესორზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მოდელი გამორჩეულია Sony-ის საფირმო ინტერფეისით, საკმაოდ მყარი კორპუსითა და მონაცემთა გადაცემის ყველა ტექნოლოგიით.
მოდელის შიდა მეხსიერება შეადგენს 16 GB-ს, ხოლო ოპერატიული 2 GB-ით განისაზღვრა. მოწყობილობა Android 7.1.1-ის ძრავაზე იმუშავებს.